,,ახალგაზრდული ფესტივალი მთაში“

19 ივლ 2024

შუახევში ,,ახალგაზრდული ფესტივალი მთაში“ გაიმართება. ღონისძიება 17:00 საათიდან დაიწყება,  შუახევის საჯარო სკოლასთან.    

დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება  და გათამაშება.

 ფესტივალში მონაწილეობენ    ადგილობრივი მეწარმეები,  გამოიფინება ადგილობრივი რეწვის ნიმუშები.