ბათუმის სანაპიროზე კაცი გარდაიცვალა

16 ივლ 2024

ბათუმის სანაპიროზე კაცი გარდაიცვალა. თვიმხილველების ინფორმაციით, ის ზღვიდან ნაპირზე გამოვიდა, რის შემდეგადაც შეუძლოდ გახდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარდზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

ფოტო: არქივი.