ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

16 ივლ 2024

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

"რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ მინისტრი.

შეგახსენებთ, დღეს, 562 ხმით ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.