რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

16 ივლ 2024

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, ის ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

მეცოლას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 562-მა დელეგატმა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი სულ 623-მა დეპუტატმა მიიღო.

ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ ორი კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.