დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის მოტივი დადგენილი არ არის - თეთრი სახლი

16 ივლ 2024

ჯერ კიდევ არ არის დადგენილი თავდამსხმელის მოტივი, რომელმაც სცადა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლა, მათ შორის მისი განცხადებები, რომელიმე ორგანიზაციასთან კავშირი ან აღმოუჩინეს თუ არა მას დახმარება - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ტრადიციულ ბრიფინგზე.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დამოუკიდებელი განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება - განაცხადა შიდა უსაფრთხოების მდივანმა ალეხანდრო მაიორკასმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, აშშ-ს საიდუმლო სამსახური იზრუნებს ასევე რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც რობერტ კენედი უმცროსზე, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.