დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვანსი დაასახელა

16 ივლ 2024

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 39 წლის „რესპუბლიკელი“ სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვანსი დაასახელა.

ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი წარსულში ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის კლონი უწოდა. ვერ ვხედავ განსხვავებას.

ჯეი დი ვანსს აქვს იგივე პოლიტიკა, რაც ტრამპს, როდესაც საქმე ეხება გადასახადებს, კლიმატის ცვლილებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.