უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

15 ივლ 2024

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

იერიში იყო ხარკოვზე. რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები. ოკუპანტებმა შეუტიეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებსაც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაშავდა 2 სამოქალაქო პირი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 114 სამხედრო შეტაკება მოხდა. ყველაზე მწვავედ ტორეცკისა და პოკროვსკის მიმართულებით, სადაც დამცველებმა მოიგერიეს რუსული ჯარების ყველაზე მეტი თავდასხმა.