პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს - სალომე ზურაბიშვილი

14 ივლ 2024

შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიფენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით.

 

პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

 

პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.