მსახიობი ქეთევან კიკნაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

12 ივლ 2024

საზოგადოება ქეთევან კიკნაძეს დაემშვიდობა. მსახიობი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში 9 ივლისს გარდაიცვალა.