02 აპრ 2017
კურორტ ''გოდერძიზე'' სათხილამურო სპორტში მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ჩატარდა. შეჯიბრში 45 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონები და პრიზიორები სამ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.