აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაზეთი "აჭარა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე წარადგინა

09 ივლ 2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაზეთი ,,აჭარა" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე წარადგინა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გაზეთი „აჭარა“ და მისი წინამორბედი პერიოდული პრესა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მემატიანეა. იგი საუკუნეზე მეტი ხნისაა და მის წიაღში არაერთი ბათუმელი ჟურნალისტი გამოიზარდა.