ლიანა ისაკაძეს, 7 ივლისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

06 ივლ 2024

მევიოლინე, ლიანა ისაკაძეს 7 ივლისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი 6 ივლისს, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.

მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ.

მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.