მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

04 ივლ 2024

მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთაწმინდის ფერდზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო - ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, მეხანძრე მაშველებთან ერთად, ვერტმფრენიც იყო ჩართული.