მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია

04 ივლ 2024

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარია.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ცოტა ხნის წინ ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა. თუ რა გახდა გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.