"ოცნების ქალაქში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწევათ

04 ივლ 2024

ე.წ ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწევათ - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ფონდიდან ჯამში 13 000 ლარი გამოიყოფა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთაგან სამ ოჯახს პირველ ეტაპზე უკვე მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართები.