აშშ-ში ფრინველის გრიპის შემთხვევებმა იმატა

04 ივლ 2024

კოლორადოს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შტატში  ზრდასრულ კაცს ფრინველის გრიპი დაუდგინდა. მას ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც  ინფექციის  მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. ინფიცირებული საქონლის  ფერმის თანამშრომელია.    

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, ვირუსმა  საქონელი დააინფიცირა 12 შტატის 139 ფერმაში.