ტრამპის გუნდი კრემლთან გარიგების ვარიანტს განიხილავს - პოლიტიკო

03 ივლ 2024

დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს - ამის შესახებ სტატიას პოლიტიკო აქვეყნებს.

გამოცემა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ  დონალდ ტრამპის გუნდის გეგმის ნაწილი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, რაც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას გამორიცხავს, ასევე, გეგმა მოიცავს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ.