საქართველოს რკინიგზა, ივლისში, ბათუმის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს

03 ივლ 2024

საქართველოს რკინიგზა, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ივლისის თვეში, ბათუმის მიმართულებით ერთ რეისს ამატებს. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დამატებითი რეისების განრიგი ასეთია:

5 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით:

თბილისი - ბათუმი

გასვლა: 06:30
ჩასვლა 11:38

ბათუმი - თბილისი

გასვლა: 14:20

ჩასვლა: 19:28

6 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით:

თბილისი - ბათუმი

გასვლა: 00:30

ჩასვლა: 05:38

ბათუმი - თბილისი

გასვლა: 00:40

ჩასვლა: 05:41