"საქართველოს ეამაყებით, გვიყვარხართ, მადლობა" - ეროვნული ნაკრები ქომაგების დახვედრის ფოტოებს აქვეყნებს

02 ივლ 2024


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.



თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.







გულშემატკივრებმა საქართველოს დროშები გადმოფინეს და შეძახილებით - "მადლობა", "საქართველო" მსვლელობა მოაწყვეს.





დღეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრები თავისუფლების მოედანზე დახვდებიან. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.