02 ივლ 2024
იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს ოთხი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ისრაელთან დაკავშირებულ ოთხ გემზე თავდასხმას.
ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ღაზაში პალესტინელთა სოლიდარობის ნიშნად მე-9 თვეა დრონებითა და რაკეტებით გემებზე თავდასხმებს ახორციელებს.