ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 6 ადამიანი - უკრაინული მედია

01 ივლ 2024

კიევის ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა,  გაჩნდა ხანძარი და 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაიბომბა ხარკოვის ოლქიც, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი. მსხვერპლი მოჰყვა
ხერსონის ოლქზე იერიშსაც.

ღამით აფეთქებები დაფიქსირდა ქალაქ დნიპროში. 10-ზე მეტი იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.

კვირას საღამოს კიევსა და ჩრდილოეთ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.