გერმანიისკენ ბოლო ჩარტერული რეისი გაფრინდა - ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად სტადიონზე 10 000 ქომაგი შეიკრიბება

30 ივნ 2024

გერმანიისკენ ბოლო ჩარტერული რეისი გაფრინდა. ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად სტადიონზე 10 000 ქომაგი შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის სუბსიდირებით, მხოლოდ, ესპანეთთან შეხვედრის საგულშემატკივროდ საერთო ჯამში, 4 ჩარტერი შესრულდა.

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.