აჭარის ტურისტური პოტენციალი ჩინურ მედიაში

28 ივნ 2024

აჭარას ჩინეთის მაღალრეიტინგული გამომცემლობების ჟურნალისტები და ინფლუესერები სტუმრობენ. ჯგუფის შემადგენლობაში ტელევიზიების და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები არიან. ჟურნალისტები ქართულ კულტურას, სამზარეულოს და ტრადიციებს გაეცნობიან. ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული ჩაი და მისი დანერგვის საუკუნოვანი ტექნოლოგიებია.

ტურის მონაწილეებს შორისაა, საქართველოში ჩაის კულტურის შემომტანის ,, ლაო ჯინჯაოს ‘’ -ს შთამომავალი.  მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა გადაცემებისა თუ ჟურნალებისთვის სტატიებს მოამზადებენ. ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩინურ და არა მხოლოდ ჩინურ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.