კვარიათში, ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს

28 ივნ 2024

კვარიათში, სამაშველო ღონისძიების შედეგად, ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს.

მეორე დღეა, ზღვაში კვარიათის სანაპიროსთან ორ ახალგაზრდას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ბრიგადამ ერთის გადარჩენა, გუშინვე შეძლო.

მეორე დაკარგულის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.