პარლამენტში ხვალ პრემიერ-მინისტრი ანგარიშს წარადგენს

27 ივნ 2024

ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს, მთავრობის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს. დოკუმენტი უკვე პარლამენტშია ანგარიშში საუბარი ევროინტეგრაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზეა.  

გამოწვევებად კვლავ დასახელებულია დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.   

საგულისხმოა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი განხილვას არ დაესწრება, ირწმუნებიან რომ დოკუმენტი, გასული წლის ანგარიშის შინაარსს იმეორებს და, რომ პრემიერისგან პასუხების მიღების მოლოდინი არ აქვთ.