ინკლუზიური განათლება საქართველოში - კონფერენცია 

27 ივნ 2024

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამეცნიერო კონფერენცია “ინკლუზიური განათლება  საქართველოში მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები 2024'' გაიხსნა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილე მკვლევარები, მასწავლებლები, დამსაქმებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები  იმსჯელებენ   ინკლუზიური განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.

მონაწილეები მოისმენენ მოხსენებებს და მოსაზრებებს. კონფერენცია  უნივერსიტეტის მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მცნიერებათა დეპარტამენტის  ორგანიზებით იმართება.