გელზენკირხენში ისეთი ხმა გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში - CNN

27 ივნ 2024

„სიენენი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

"გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. მსოფლიოში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, - წერს საერთაშორისო მედია.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.