რომის პაპი ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა

26 ივნ 2024

რომის პაპი ფრანცისკე  ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა და დაგმო ნარკორეალიზატორები, როგორც "მკვლელები", თუმცა ამავდროულად ნარკომანების დახმარებისა და მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა. 

”ნარკომანიის შემცირება არ მიიღწევა ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციის გზით - ეს არის ილუზია - როგორც ეს იყო შემოთავაზებული ან უკვე განხორციელებული ზოგიერთ ქვეყანაში,” - განაცხადა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე თავისი ყოველკვირეული მიმართისას.