უკრაინასთან და მოლდოვოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები იწყება

25 ივნ 2024

დღეს ისტორიული დღეა, როდესაც გადავდივართ რეალურ, ფაქტობრივ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, გასული წლის დეკემბერში კი - პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ.