ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

24 ივნ 2024

ქედაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ დოლოგანთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.