მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

24 ივნ 2024

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი  მიძღვნილი მერვე სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს. მთავარი საკითხებია მდგრადი სატრანსპორტო სისტემა, საზღვაო ლოგისტიკა,სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

კონფერენციაში უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების მეცნიერები, დოქტორანტები  მონაწილეობენ, მათ შორის არიან  მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან, ამიტომ კონფერენცია  შერეული ფორმატით მიმდინარეობს და მონაწილეთა ნაწილი პროცესში დისტანციურადაა ჩართული.