მოქალაქე, რომელიც მეტროს ლიანდაგებში გადავარდა, კლინიკაში გადაიყვანეს

21 ივნ 2024

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით, უცნობია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.