რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი შეთანხმებულია

20 ივნ 2024

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის  წინააღმდეგ სანქციების ახალ მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ.

ახალი ზომები მოიცავს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვის აკრძალვას და გეგმას, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირში რეგისტრირებულ ოპერატორებს, მათი შვილობილი კომპანიების და პარტნიორების მიერ მესამე ქვეყნებში სანქციების დარღვევის გამო.