პაკისტანში იაპონელი მთასვლელები დაიღუპნენ

19 ივნ 2024

პაკისტანში  დაკარგულ ორ იაპონელ მთამსვლელთაგან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს-ამის შესახებ პაკისტანის  ტურისტულმა კომპანიამ განაცხადა. მთამსვლელები გაუჩინარდნენ  12 ივნისს სპანტიკის მწვერვალზე ასვლისას, რომელიც ზღვის დონიდან 7 ათას 27 მეტრზე მდებარეობს. მეორე მთამსვლელის ძებნა გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში პაკისტანის არმიის ორი ვერტმფრენია ჩართული.