19 ივნ 2024
პენტაგონმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვსა და ფხენიანს შორის მზარდი კავშირების გამო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ბოლო 24 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა და ფხენიანს მტკიცე მხარდაჭერას დაჰპირდა.
"რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავება არის ის, რაც შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით", - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა