26 მაისის ღონისძიებები ბათუმში

23 მაი 2016

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურულ ღონისძიებებს გეგმავს ბათუმის მერია, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო. ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდება.