19 ივნ 2024
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა.
ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.