17 ივნ 2024
უკრაინის ომთან დაკავშირებით შვეიცარიის მიერ ორგანიზებულმა კონფერენციამ უმნიშვნელო შედეგი გამოიღო და რუსეთის გარეშე მოლაპარაკებების გამართვის უშედეგობა აჩვენა. ამის შესახებ კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრის შედეგები "ნულთან არის მიახლოებული".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასრულების სურვილი აქვს, მაგრამ უკრაინას პირობებს უყენებს.
კიევმა უარი უნდა თქვას ნატო-ზე და ჯარები უნდა გაიყვანოს ოთხი რეგიონიდან, რომლებზეც რუსეთს პრეტენზია აქვს. უკრაინამ უარყო პუტინის ულტიმატუმი და მას კაპიტულაციის ტოლფასი უწოდა.