ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია სრულდება

30 მარ 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით რეგისტრაცია 37 ათასზე მეტმა ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 31 მარტის შემდეგ საგამოცდო ქალაქის შეცვლა არ შეიძლება, თუმცა 20 მაისის 18:00 საათამდე  შესაძლებელია, საგნების შეცვლა ან დამატება.