ბათუმში, გორგასალის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა - მუნიციპალური ინსპექცია

13 ივნ 2024

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო მესაკუთრემ ბათუმში, გორგასლისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ტროტუარი რკინისა და შუშის კონსტრუქციით შემოღობა.  კონსტრუქცია  პირდაპირ უსინათლოთა ბილიკზე დგას.