თორნიკე რიჟვაძე ყოველწლიური ანგარიშით აჭარის უმაღლეს საბჭოში 14 ივნისს წარდგება

12 ივნ 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს წინაშე საქმიანობის ანგარიშით 14 ივნისს წარდგება. გადაწყვეტილება აჭარის საკანონმდებლო ორგანომ დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღო.

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს სულ 8 საკითხი განიხილეს, მათ შორის მათ შორის ერთ-ერთი სწორედ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის თარიღის განსაზღვრა იყო.