ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს

11 ივნ 2024

ბერლინში იწყება კონფერენცია, რომელიც უკრაინის აღდგენას ეხება. კონფერენციაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს.

ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.

უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე გერმანიაში უკვე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი.