გზის რეაბილიტაცია

29 მარ 2017

ხელვაჩაურში სოფელ  ზანაქიძეებში 1 კილომეტრიანი გზა მოასფალტდა. მოეწყო  სპორტული მოედანი და დასრულდა გაზიფიცირება, თუმცა დარჩენილია   ცენტრალურ მაგისტრალზე მიერთება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებისთვის  230 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს ხელვაჩაურში  გზის 26 კილომეტრიანიანი მონაკვეთის მოასფალტდება, ასევე 3 ხიდის მშენებლობა და 6-ის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.