იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა

10 ივნ 2024

იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.

დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.