გია შაინიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

09 ივნ 2024

ქობულეთში ქართულ ჭიდაობაში გია შაინიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა. გია შაინიძე 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსულ აგრესიას ემსხვერპლა და გმირულად დაიღუპა.

ღია ტურნირში 2007-2009 წწ. დაბადებული 45-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაა.