ხანძარი ბათუმის პორტში

08 ივნ 2024

ბათუმის პორტში ხანძარია. ცეცხლი საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა.

როგორც აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ადგილზე განუცხადეს, შემთხვევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა, მეხანძრეები და სამართალდამცავები ადგილზე რჩებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მასალა განახლებადია