ქურაშის უძველესი ოთხთავი რესტავრაციის შემდეგ სვანეთს დაუბრუნდა

08 ივნ 2024

მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშს რესტავრირებული მე-12 საუკუნის ხელნაწერი - ქურაშის ოთხთავი დაუბრუნდა. 

ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს  საქართველოს ეროვნულ არქივში 18 თვის განმავლობაში უტარდებოდა რესტავრაცია. ეს ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ტექსტის რესტავრაციის მეორე შემთხვევაა.

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი XII-XIII საუკუნეების პალიმფსესტური ხელნაწერია, რომელშიც შესულია ოთხთავის გიორგი მთაწმინდელისეული რედაქცია მცირედი განსხვავებით და ახლავს ანდერძ-მინაწერები.