ღაზის სექტორში სკოლაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა

06 ივნ 2024

ისრაელმა ღაზის ერთ-ერთ სკოლაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის მტკიცებით,  შენობაში ჰამასის სამეთაური პუნქტი იყო განთავსებული და დარტყმის შედეგად დაიღუპნენ ის ბოევიკები, რომლებიც მონაწილეობდნენ 7 ოქტომბრის სისხლიან თავდასხმაში, რასაც რვათვიანი ომი მოჰყვა.

ღაზის სექტორის მედია კი საპირისპიროს ამტკიცებს.  ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 27 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც სკოლის შენობაში თავშესაფარი იპოვეს.