თურქეთში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

05 ივნ 2024

თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი პილოტი დაიღუპა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს-ეფ-260-დე ტიპის თვითმფრინავი  კაისერის ავიაბაზიდან აფრინდა, ბორტზე იმყოფებოდა ორი პილოტი საწვრთნელ სწავლებაზე და გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორივე პილოტი დაღუპული დახვდა.  კაისერის მთავარმა პროკურატურამ მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო.