საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა

04 ივნ 2024

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მესამე ტურის მატჩში საქართველომ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლა შეძლო.

შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი გოლი საბა მაჩიტიძემ გაიტანა.

ჯგუფური ეტაპი საქართველომ მესამე ადგილით დაასრულა და მერვედფინალში თამაშის უფლება სწორედ საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით მოიპოვა.